"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის 61-ე საარჩევნო საოლქოში შემავალ #18 უბანზე, სადემონსტრაციო ოქმი არ იყო შევსებული.
აღნიშნულს ჩვენთან საუბარში, უბნის კომისიის თავმჯდომარე იური ფირცხალაიშვილიც ადასტურებს და ამბობს:
"დარღვევა იყო ის, რომ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა არ იყო მითითებული ამ სადემონსტრაციო ოქმში. ეს დარღვევა ჩვენს მიერ უკვე აღმოფხვრილია."