თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმა ჩიტაძის ქუჩაზე, #6 საარჩევნო უბანზე მისცა.
"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის ბედი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ დღეს ის მოქალაქეებიც მივლენ ხმის მისაცემად, რომლებიც პირველ ტურზე არ იყვნენ, რადგან მათ დღეს უნდა აირჩიონ მერი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში, მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ან ერთ ადამიანთან, არამედ თბილისელებთან", _ განაცხადა არჩევნებზე მისულმა ნიკა მელიამ.