საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ამ ეტაპზე არანაირ სერიოზულ დარღვევას არ ჰქონია ადგილი გარდა 10 შენიშვნისა და 2 საჩივრისა, რომელიც ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს."
მისივე თქმით, თერჯოლის მე-4 უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს, რადგან ისინი დაგვიანებით გამოცხადდნენ.
ასევე, გლდანში, #77-ე უბანზე დაფიქსირდა წილისყრის დარღვევა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა კენჭუსყრა და ისე გადაანაწილა დამკვირვებელთა ჯგუფი.
"ანალოგიური დარღვევა განხორციელდა საბურთალოს 68 ე უბანზე. ხოლო, კრწანისის მე-10 უბანზე, წილისყრით გამოვლენილმა პირმა უარი განაცხადა ყუთის გადატანაზე და თვითნებურად ჩანაცვლდა სხვა კომისიის წევრით. არჩევნებზე კენჭისყრა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს."