ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქის #02 საარჩევნო უბანზე "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა, კომისიის თავმჯდომარეს დარღვევის გამოვლენის გამო მიმართეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა სხვა ამომრჩეველი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" კოორდინატორია.
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ციცინო უგრეხელიძის ინფორმაციით, #02 უბანზე ამომრჩეველმა დაუძახა ამომრჩეველს, რომელმაც შეიყვანა კაბინაში, ეს დარღვევა არ არის? მივმართეთ კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც გვითხრა რომ ეს დარღვევა არ არის და შესაბამისად არც წიგნში დაუფიქსირებიათ."
#02 უბნის კომიის თავმჯდომარის ეკატერინე წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი დარღვევას არ წარმოადგენს, არც საჩივარი დაწერილა.
"ამომრჩეველს, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა, კაბინაში შეჰყვა სხვა ამომრჩეველი, ეს დარღვევა არაა და ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ არსებობს, შევთანხმდით, რომ ასეთი რამ მეტი არ მოხდებოდა, ეს ადამიანი კი არის კოორდინატორი, თუმცა ახლა როგორც ამომრჩეველი ისე იყო მოსული, ასე, რომ ეს დიდ დარღვევას არ წარმოადგენს, ახლა სიმშვიდეა", _ თუ დაწერენ საჩივარს აუცილებლად განვიხილავთ, გვითხრა წილოსანმა.