ოზურგეთის მერობის კანდიდატი, შოთა გოგიბერიძის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანასეულის საარჩევნო უბანზე, შესაბამისი საფუძვლის გარეშე შეცვალეს წილისყრით შერჩეული მარკირების შემმოწმებელი პირი.
"მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით მარკირების შემმოწმებელი პირის შეცვლა შესაძლებელი და ეს ფაქტი კიდევაც აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში", _ გვითხრა #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა