შოთა გოგიბერის შტაბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექადიის 60/10 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა, ამომრჩეველს, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მისცა თავისი პირადობის მოწმობა. ანუ, ამომრჩეველი ხმას აძლევდა კომისიის წევრის პირადობის მოწმობით.
ექადიის სარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად თენიეშვილი.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერია.
"დაიწერა საჩივარი და ამასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს. რაც მთავარია იმ ამომრჩეველს, რომელსაც ეს ამბავი გადახდა თავს, ხმა არ მიუცია", _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.