თერჯოლის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იგი მხოლოდ ერთ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას – "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პლაკატის გვერდზე, გუშინ საღამოს, პარტიის იმიჯის შემლახველი საინფორმაციო ფურცელი იყო გაკრული.
ცნობისთვის, რაიონში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებიან.