თერჯოლის #49 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე ეკა გელენიძე „გურია ნიუსთან„ საუბრისას აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბანზე, პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, 4 საჩივარია დაფიქსირებული.
"საარჩევნო უბანზე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს არჩევნები, ნორმალურ ვითარებაში. რამდენიმე საჩივრებია შემოსული პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით."
მისივე თქმით, 15:00 საათისთვის, თრჯოლაში 12 239 ამომრჩეველია მისული.