"არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, პატიმართა აქტივობა მეორე ტურში მნიშვნელოვნად გაზრდილია", _ ამის შესახებ გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახსნილი 111-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.
სასჯელაღსრულების სისტემაში 3 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ორი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ერთი – N12 დაწესებულებაში.
დანარჩენ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით ჩატარდა. ხმის მიცემის უფლება მიმდინარე არჩევნებისთვის 608 მსჯავრდებულს და ბრალდებულს აქვს. კანონის მიხედვით, საარჩევნო უფლებით სარგებლობენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 5 წლამდე ვადით იხდიან.
სასჯელაღსრულების სისტემის 501 მორიგე თანამშრომელი არჩევნებში მონაწილეობას ცესკო-ს მიერ განსაზღვრულ უბნებზე იღებს.