ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სტუმრად არიან დამეგობრებული ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დეპუტატთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ნოვა კახოვკელი მეწარმეები და დეპუტატები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურ მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ისინი აპირებენ გაეცნონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასოფლო და ტურისტულ რესურსებს.
უკრაინელი დეპუტატები ხვალ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება. უკრაინელი სტუმრების საპატივცემლოდ გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ უკრაინის დროშა არის გამოფენილი.