"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამის მიზეზი სიგუას მიერ ბოლო დროს გაკეთებული სკანდალური განცხადებები გახდა.
აღსანიშნავია, რომ სიგუას განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს საქართველოს პარლამენტში მოუწია.
სიგუას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში.
_ არაფერი ვიცი, გავარკვევ და დაგიკავშირდებით, _ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ბოლქვაძემ.
ჩვენ ვეცადეთ გიორგი სიგუასაც დავკავშირებოდით, თუმცა, იგი "მომსახურების ზონიდან გასულია".