https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოზურგეთის საკრებულოების 1-ვე სხდომაზე ნორმატიული აქტების მიღება, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება”

17:08; 1.08.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, სოციალურ ქსელში ოზურგეთში ხვალ დაგეგმილ საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 25 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოთა მიერ, მიმდინარე წლის, 2 აგვისტოს გასამართი პირველი სხდომების შესახებ.

პირველი, რაც, ძალაუნებურად, ხვდება თვალს, ის გახლავთ, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი ერთმანეთის იდენტური და უჩვეულოდ გადატვირთულია – ორივე მათგანი 22 საკითხს შეიცავს.

 საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიათა თავმჯდომარეები) არჩევის, საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების ცნობად მიღების გარდა, ორივე საკრებულოს პირველ სხდომაზე გამოტანილია და იგეგმება, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების მიღებაც. კერძოდ, საკრებულოს რეგლამენტის (დებულების), საკრებულოს ხუთივე კომისიის დებულებების, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებების, ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის (მერიის) საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ნორმატიული აქტების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არცერთი მათგანის პროექტი წინასწარი საჯარო განხილვისთვის არ გამოქვეყნებულა.

მიგვაჩნია, რომ ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა პირველივე სხდომაზე, ნორმატიული აქტების (მით უმეტეს, ერთბაშად ამდენის) მიღება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:  ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ საკრებულოს პირველ სხდომაზე დასამტკიცებლად გამოტანილი ნორმატიული აქტებიდან, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტსა და კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს. ეს უკანასკნელი კი ჯერ არჩეული არ არის და, შესაბამისად, უცნობია, თუ ვის მოუწევს ხსენებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და წარდგენაზე პასუხისმგებლობის აღება. სხვა თუ არაფერი, უშუალოდ 2 აგვისტოს სხდომამდე სულაც უცნობი რჩება საკრებულოს სხდომაზე საკითხის ინიცირების უფლების მქონე და, შესაბამისად, მომხსენებლად გამოსასვლელი კომპეტენტური თანამდებობის პირის ვინაობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მავანს შეიძლება წინასწარ ჰქონდეს "გარკვეული" "რაღაც-რაღაცეები" საკრებულოს თავმჯდომარეობასთან მიმართებაში, საინტერესოა რა მოხდება მაშინ, თუკი საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია (რისი ალბათობაც, შესაძლოა, მცირეა, მაგრამ გამორიცხული არაა, თუნდაც იდეის დონეზე მაინც), ან ამ თანამდებობაზე სულაც სხვა პირი აირჩია.

მოკლედ, საკრებულოს პირველ სხდომაზე დასამტკიცებლად ხსენებული ნორმატიული აქტების გამოტანა (მსუბუქად რომ ვთქვათ) მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია;

მეორე, საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღება სულაც არ არის ასეთი მარტივი პროცესი – მას კანონმდებლობით ცალსახად და არაორაზროვნად გაწერილი სავალდებულო წესებისა და პროცედურების გავლა (დაცვა) ესაჭიროება. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საკრებულოს, როგორც კოლეგიური ორგანოს, ნორმატიული აქტის (ანუ საკრებულოს დადგენილების) მომზადებისა და მიღების მიმართ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება (იხ. მუხ. 1, პუნ. 3 და 4). ეს კი, ფაქტიურად, იმას ნიშნავს, რომ საკრებულომ თავისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – დადგენილების მომზადება-მიღების პროცესში აუცილებლად უნდა დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (შემდეგში – "ზაკ") გათვალისწინებული შემდეგი მნიშვნელოვანი სავალდებულო მოთხოვნები:

 1) საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს საკრებულოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – საკრებულოს განკარგულების გამოცემით (იხ. ზაკ, მუხ. 1061, ნაწ. 1-2); ე.ი. წერილობითი ფორმით უნდა გამოიცეს საკრებულოს განკარგულება საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საკრებულოს დადგენილების) მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ამასთან, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არაა დადგენილი, საკრებულოს ნორმატიული აქტის  მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება სწორედ საკრებულოს ამ განკარგულებით (იხ. ზაკ, მუხ. 1065);

 2) საკრებულოს ნორმატიული აქტის (დადგენილების) პროექტი უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, ვებ-გვერდზე (იხ. ზაკ, მუხ. 1062, ნაწ. 1); 

 3) საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტთან ერთად აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ასევე ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელშიც აღინიშნება: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში – საკრებულოს) დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა; გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა; დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა (იხ. ზაკ, მუხ. 1062, ნაწ. 2-3).

 4) ამის შემდეგ მოსაზრებების წარსადგენად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საკუთარი მოსაზრება საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (იხ. ზაკ, მუხ. 1064). იმის გათვალისწინებით, რომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები, დაინტერესებული პირის მიერ თავისი წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადა შეადგენს 20 დღეს საკრებულოს დადგენილების პროექტის ან/და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნების დღიდან (იხ. ზაკ, მუხ. 118, ნაწ. 1).

მხოლოდ კანონით განსაზღვრული ამ სავალდებულო მოთხოვნების დაცვის შემდეგ შეუძლია საკრებულოს თავის სხდომაზე განიხილოს და მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტი (საკრებულოს დადგენილება). წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება თავად ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის საკითხი, რამეთუ "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს (იხ. ხსენებული კანონი, მუხ. 25, პუნ. 9), ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახისა და წესების დარღვევით სულაც ასეთი აქტის ბათილობას იწვევს (იხ. ზაკ, მუხ. 601, ნაწ. 1 და 2).

 სავარაუდოდ, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ საკრებულოთა პირველ სხდომებზე ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მიღების დასაბუთებისას მავანნი და მავანნი "გადაუდებელი აუცილებლობის" მომენტზე დაიწყებენ აპელირებას, თუმცა ასეთი მსჯელობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნება. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციულ წარმოებასთან მიმართებაში "გადაუდებელი აუცილებლობის" ცნების გამოყენებას არ ითვალისწინებს;

ამასთან, თუ ხსენებული ნორმატიული აქტები საკრებულოს პირველივე სხდომაზე არ იქნება მიღებული (დამტკიცებული), ამით არც კანონმდებლობა დაირღვევა და არც ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულებების ფუნქციონირებას. საქმე ისაა, რომ ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების ახალარჩეული ორგანოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე (ანუ გარდამავალ პერიოდში) ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლის გაყოფის შედეგადაც შეიქმნა ეს ახალი მუნიციპალიტეტები (იხ. საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მუხ. 161).

აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტთა საკრებულოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი აქტების მიღებამდე ძალაშია და მოქმედებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული სათანადო ნორმატიული აქტები (მაგალითად, საკრებულოს დებულება, კომისიათა დებულებები).

ხოლო ,რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების საკითხს (ალბათ, ბევრს ეს საკითხი, საკრებულოს თანამდებობებზე არჩევასთან ერთად, ყველაზე მეტად აღელვებს), პრობლემას არც ეს წარმოადგენს, რამეთუ თავისუფლად შეიძლება ახალარჩეული საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მოგვიანებით (კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნათა სრული დაცვით) მიღება და ამ დადგენილების უკუძალის (უკუმოქმედებითი ძალის) გავრცელება აღნიშნულ სფეროში 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ასე რომ, არც ხელფასების მიღების მხრივ შეექმნება ვინმეს რაიმე პრობლემები.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოებს: პირველივე სხდომიდან, კანონდარღვევების ხარჯზე, ნუ დაიწყებენ თავიანთ ფუნქციონირებას, თავიდანვე ნუ გაუკეთებენ იგნორირებას კანონის უზენაესობის პრინციპს;

საკრებულოს ზემოხსენებული დადგენილებების პროექტთა მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების (მიღების) მიმართ სრულად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების სავალდებულო წესები და პროცედურები და ჩვენც, საზოგადოების რიგით წევრებსაც, მოგვცენ შესაძლებლობა, სრულყოფილად ჩავერთოთ ამ (და არა მარტო ამ!) მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების განხილვის პროცესში და წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები თუ რეკომენდაციები მათთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ, მაგალითად, სწორედ საკრებულოს რეგლამენტით (დებულებით) ხდება ისეთი მნიშვნელოვანი და ყველასათვის საინტერესო საკითხების რეგულირება, როგორიცაა ამომრჩევლებთან საკრებულოსა და მისი წევრების ურთიერთობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი ფორმების პროცედურული თვალსაზრისით გაწერა და კონკრეტიზაცია (დეტალიზაცია).

დაგვერწმუნეთ, რომ "პარტიზანული წესით"  "იატაკქვეშეთში" მომზადებული და ნაუცბათევად მიღებული საკრებულოს დადგენილებები სასიკეთოდ არც საზოგადოებას წაადგება და არც თავად საკრებულოს."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

14:06; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28 დეკემბერი, 2025

"გამიხარდებოდა, პრემიერი ამ სხდომას დასწრებოდა"

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკითხვა დასრულდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29.12.2025
სამართალი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი წარედგინება

14:24; 29.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

14:06; 29.12.2025
სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29.12.2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო