ამის შესახებ პროექტ "კაზანტიპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სტურუამ, "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.
მან აღნიშნულის შესახებ "კაზანტიპის" პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკის განცხადება გამოაქვეყნა.
"კაზანტიპი საქრთველოში მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუ იქნება ამის ნება და მიწას არენდით გადმოგვცემენ! მიუხედავად ყველაფრისა, მე წლევანდელი პროექტით კმაყოფილი ვარ!
ჯერ ერთი, ძალიან შეგვიყვარდა საქართველო და ქართველები, ყველა ჩამოსული სტუმარი აღნიშნავს, რომ ასეთი გარემო არცერთი კაზანტიპის დროს არ დახვედრიათ, და რაც ყველაზე მთავარია – თავად ქართველებმა დაინახეს პირადად, რომ ყველა ბრალდება რაც ჩვენს მიმართ გაისმოდა, მხოლოდ ცილისწამებაა და მეტი არაფერი!", _ ნიკიტა მარშუნოკი