საქართველოს ქალაქებში გრძელდება “მწნილისა და მურაბის“ ფესტივალი. ამჯერად, ფესტივალი ოზურგეთში გაიმართა. დილიდანვე თეატრალურ მოედანზე ხალხმრავლობა იყო.
ფესტივალში ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. "მწნილისა და მურაბის ფესტივალის" ფარგლებში მოეწყო მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს მარნეულის სასურსათო ქარხნის უგემრიელესი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლ "მოძახილმა“ გახსნა. ბავშვებმა კი ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლეს, სადაც საყვარელი ზღაპრის გმირებმა მათთვის მხიარული თამაშები ჩაატარეს.
ფესტივალის მხარდამჭერია ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი ხვალ, 14 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება.