რუსთავში მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.
ბრალდებული შსს-ს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, რუსთავში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.