დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გაზეთის წარმომადგენელს ცნობილი ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტის, ამჟამად მიუნჰენის „ბაიერნის“ თავკაცის, პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი ახლობელი ესაუბრა.
ამ ინკოგნიტო პიროვნების მტკიცებით, მიუნჰენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გვარდიოლა კარიერას აუცილებლად დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.
ინგლისურმა გაზეთმა გამოაქვეყნა იმ ორი გუნდის დასახელებაც, სადაც კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი სავარაუდოდ დასაქმდება. გვარდიოლა მუშაობას ლონდონის „არსენალში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყებს.