მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ ტურში, მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუს" სპორტულ სარბიელზე, ადგილობრივი "რეალი" კატალონიურ "ბარსელონას" უმასპინძლებს.
ესპანურ სპორტულ მას-მედიაში ამ შეხვედრის „სამზადისი“ უკვე დაიწყო.
დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „AS” ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
აღმოჩნდა რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი 2006 წელს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასულიყო.
ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი მაშინ 14 წლის ბრძანდებოდა. ნეიმარი იმ პერიოდში მადრიდში ჩაფრინდა და „რეალთან“ ერთად რამდენიმე საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა.
ბრაზილიურმა მხარემ ახალგაზრდა მოთამაშის სანაცვლოდ 60 ათასი ევრო მოითხოვა. „რეალის“ სპორტული დირექტორის მოვალეობას მაშინ კარლოს მარტინეს დე ალბორნოსი ასრულებდა. მან უცნობ მოთამაშეში ამ რაოდენობის თანხის გადახდა კატეგორიულად იუარა.
ჭაბუკ ნეიმარს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მოუწია. შვიდი წლის შემდეგ მან „რეალზე“ შური იძია, როდესაც „ბარსელონაში“ 57 მილიონ ევროდ გაიყიდა.