https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ძველი ოზურგეთის დაკარგული დღესასწაული

10:10; 28.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის საქალაქო ცხოვრების ისტორიის საყურადღებო ფურცელია გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის(1804-1826 წ.წ) და მისი ბიძაშვილების დიმიტრი ქაიხოსროს ძე (1822-1882) და გრიგოლ დავითის ძე (1819-1891) გურიელების მოღვაწეობის დრო.

თანამედროვეთა სიტყვით, მამია გურიელი ყოველნაირად ცდილობდა გურიაში ევროპული კულტურის შემოტანას: "მამია მეხუთემ ყმაწვილთა სასწავლებლად გააჩინა ოზურგეთში შკოლაი, ვაჭრობისა და აღებმიცემობის განსამხნევებლად ერთ თავის სოფელთაგანში (ნაგომარი) დააწესა "მარინობა"" და გააჩინა იქ იარმარკა. თავის სასახლეში (ოზურგეთში) მოაწყო ზნეობათა საღამო შესაქცევი შეკრებილება ასამბლეების მსგავსად, გამოიყვანა ევროპიდან ბუზიკის მასწავლებლები შეადგინა თავისი ბუზიკა და ჩვეულებრივ გააჩინა ევროპული ტანცები"", _ იუწყებოდა გაზეთი "გურიის ამბები"" 1918 წელს.

1823 წელს გურიას და, კერძოდ, ოზურგეთს, ესტუმრა გერმანელ მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა, ჯამბაზთა და აკრობატთა ჯგუფი, რომელიც გურიელმა თავის კარზე დატოვა საღამოთა და სანახაობათა მოწყობისა და გართობის მიზნით. მამია გურიელი უაღრესად ზრდილი და გონიერი ადამიანი ყოფილა, იგი მთელი ძალით ცდილობდა ევროპულ ყაიდაზე გარდაექმნა გურია. სახლში ხშირად ხალისით იღებდა უცხოელ სტუმრებს. იგი ხელგაშლილად და გულღიად ცხოვრობდა. ერთი კვირაც კი არ გავიდოდა ისე, რომ მის სასახლეში არ ყოფილიყო ზეიმი და მხიარულება. უნდა ვივარაუდოთ, მამია მეხუთეს დროს უნდა ჩაყროდა საფუძველი ალეგრობის მსგავს სახალხო დღესასწაულს, თუმცა, ბევრი მას მისი სახელის (სიტყვა "ალეგრო" იტალიურია და ნიშნავს _ "მხიარულად") წარმოშობის მიხედვით ამ ოთხასი წლის წინათ გურიაში მოღვაწე იტალიელ მისიონერებს უკავშირებს.

"ალეგრობა” გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, ფართოდ გავრცელებული საქველმოქმედო და სამხიარულო დღესასწაული იყო. ზუსტად არაა ცნობილი, თუ როდის ჩატარდა პირველად "ალეგრობა", მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ იგი შეაჩერა სამამულო ომის დაწყებამ. მას შემდეგ გურულების ეს ულამაზესი დღესასწაული დაიკარგა და დავიწყებას მიეცა.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, 2011 წლის 16 ოქტომბერს პირველად იყო "ალეგრობის" რეალური გაცოცხლების მცდელობა.

გადმოცემით, გურიაში თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და დამკვიდრებას წინ უძღოდა სახალხო სანახაობები, რომლებიც, ძირითადად, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და "ალეგრობის" სახელით იყო ცნობილი. ჩოხატაურის "ალეგრობას" იგონებს რეჟისორი ქეთი დოლიძე: "მამაჩემის მამიდა _ ანეტი ჩიჩუა ჩოხატაურში ცხოვრობდა, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, ძალიან კარგად მახსოვს ჩოხატაურში ჩატარებული "ალეგრა", რომელშიც მთელი მოსახლეობა იყო ჩართული, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ-ერთი აფიშა _ ცეკვა გრამფირფიტაზე" ამ სანახაობას არაჩვეულებრივი ხიბლი ჰქონდა.

"ალეგრობა” გურიის თითქმის ყველა სოფელში იმართებოდა. ალეგროს ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, თითოეული ოჯახი მოვალედ თვლიდა თავს, საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმეში, სწირავდნენ სხვადასხვა სანოვაგეს _ ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს. მთელი ეს სურსათ-სანოვაგე თავს იყრიდა სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში. საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა ლატარეა, ასევე, იყო "სიყვარულის ფოსტა", "ბედის კასრი" და სხვა გასართობები. შემდეგ იწყებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები _ ერთმოქმედებიანი ვოდევილები, მონოლოგები. შემდეგ იმართებოდა შეჯიბრება ცეკვაში. ბოლოს კი სახალხო სეირნობის გვირგვინი _ "ამერიკული ატრაკციონი". შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმანათლებო დაწესებულებებს. სოფელ ლიხაურის "ალეგრო" საინტერესოდ აღწერა აწ განსვენებულმა მიშა შავიშვილმა _ "ალეგროს გასამართავად თემი გამოყოფდა კომისიას ექვსი-შვიდი კაცის შემადგენლობით. ხელმძღვანელად აირჩეოდა ორი _ ქალი და კაცი. ლიხაურის თემში შედიოდა ცხრა სოფელი: კვაჭალათი, ოქროს მუხურო, გაღმა ნიაბაური, გამოღმა ნიაბაური, აჭი, ჭანიეთი, ქაქუთი, მაკვანეთი და ექადია. ყველა სოფელი ვალდებულებას იღებდა, შეძლებისამებრ, მოეტანათ საჭირო სურსათ-სანოვაგე. დადგამდნენ მაგიდებს ცალ-ცალკე, იმის მიხედვით, თუ რამდენი წვეულის მოსვლა იყო ნავარაუდევი. ყველა სოფელი ყიდულობდა გაწყობილ სუფრას. შემოსავალი ხმარდებოდა ეკლესიებს და სხვა საკეთილდღეო საქმეებს.

ოზურგეთის რაიონში ცნობილი იყო სოფელ ბახვის, შემოქმედის და ლიხაურის საქველმოქმედო საღამოები, ერთ-ერთ ასეთ ალეგროზე მოვხვდი მეც, ჩემი ძმის წყალობით. მალე ყველა მაგიდა შეივსო. დაიწყო პურობა, შეჯიბრება სიმღერაში, ერთ-ერთ სუფრას ხელმძღვანელობდა ლიხაურელი გიორგი გოგოლიშვილი. ის და მისი მეუღლე შესანიშნავად ასრულებდნენ ქალაქურ სიმღერებს გიტარის თანხლებით. "ალეგროს" გამგეობამ მოითხოვა მგალობლის და მომღერლის _ ნესტორ კონტრიძის მოყვანა. მობრძანდა ნესტორი. მის მოსვლას გულთბილად შეხვდა "ალეგროს" საზოგადოება. იგი ჭანიეთელებთან დაჯდა. გაჩაღდა ლხინი, სიმღერაში შეჯიბრება, რომელიც დაამშვენა ნესტორის ბანმა, მთელი ალეგრო სულმოუთქმელად უსმენდა. ნადურის შესრულების დროს ნესტორი წინ გამობრძანდა, გამოიყვანა ივანე ლომჯარია, არტემ ბერაძე-დამწყები, ქიშვარდი რამიშვილი და გიორგი ლომჯარია _ კრიმანჭული, პარმენ შავიშვილი, სოლომონ შავიშვილი, გიორგი მახარაძე და ლაზარე ლომჯარია _ შემხმობები. ერთ მხარეს თავად დადგა, ხოლო მეორე მხარეს ოთხი ბანი დააყენა ერთად, ეს იმიტომ რომ მისი ბანი ოთხივეს ტოლი იყო. სიმღერის დამთავრების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ მხურვალე ოვაცია გაუმართა მომღერლებს და პირადად მხცოვან მომღერალს, რომლის შესანიშნავ ხმაზე წლებს ვერაფერი გავლენა ვერ მოეხდინა, იგი ისევ ახალგაზრდული სიმძლავრით ქუხდა… მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ალეგრო, რომელიც ჭანიეთში გაიმართა, სადაც მოწვეული იყო ცნობილი მომღერალი ვლადიმერ ერქომაიშვილი, როცა მან ჩემს ნამღერ "ჩვენ მშვიდობას" მოუსმინა, მოიწონა და მკითხა: "კიდევ თუ იცი, ბიძია, რამეო?" მე ჩამოვთვალე, რაც ვიცოდი: "ყარანა, მანანა, შვიდკაცა, მწვანესა და უქუდოსა”, იქვე მყოფ ლაზარე ლომჯარიას გაუკვირდა და მკითხა: "სად ისწავლე, ბიძია, ეს სიმღერები?" მე ვუპასუხე: ლაზარე ბიძია, შენ რომ სხვებს ასწავლიდი, მე გარედან გიგდებდი ყურს და იქ შევისწავლე-მეთქი. ლაზარემ ხუმრობით უთხრა მამაჩემს "გრიგოლ, შენ ჩემი ათი ფუთი სიმინდი გქონია ვალიო." (მაშინ ერთი სიმღერის შესწავლა ორი ფუთი ღირდა _ მ. შავიშვილი, ნესტორ კონტრიძე, 1996 წელი)

რაც შეეხება ოზურგეთის "ალეგროს", მის დასაწყის თარიღად მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი უნდა ვივარაუდოთ. ოზურგეთის "ალეგროს" შესახებ ცნობილი პედაგოგი აწ განსვენებული მარგალიტა კუნჭულია იგონებდა: "რომელიც ოზურგეთში იმართებოდა, ჩემი ბავშვობის სიხარული იყო, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, სცენის მოყვარეთა წარმოდგენები ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის ნამდვილი ზეიმი იყო.

"ალეგროს" შესახებ საყურადღებო მოგონება დაგვიტოვა ქალაქის ყოფილმა ვიცე-მერმა აწ განსვენებულმა თენგიზ კუნჭულიამ _ "ძველ ოზურგეთს საქალაქო დღესასწაულის ჩატარების მშვენიერი ტრადიცია ჰქონდა. ადრე, "ქალაქის ბაღად" წოდებული დღევანდელი "თეატრის ბაღი" დღესასწაულის დღეს საზეიმოდ ირთვებოდა ყვავილებით, გირლიანდებითა და ილუმინაციებით, ტრადიციულად, "ალეგრობა" იმართებოდა ოქტომბრის ერთ-ერთ გამოსასვლელ დღეს. მოდიოდა დიდი და პატარა ოჯახებით. ჩვეულებრივზე ადრე ცარიელდებოდა "საპარასკევოდ" წოდებული ქალაქის ბაზარი, სამიკიტნოები და დუქნები. ბაღში საგანგებოდ გაკეთებული ფიცარნაგებიდან ისმოდა ვარლამ სიმონიშვილის, არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილების, გიგო მგელაძის, დომენტი ქარჩავას, შერმანდინ ჭკუასელის, ვარლამ ვაშალომიძის, ილარიონ სიხარულიძის, აპოლონ ჩავლეიშვილის და გურული ჰანგის სხვა ჯადოქართა სიმღერები. იქვე საცეკვაო როტონდაზე ნიჟა ლომინაძის ცხემლისხიდელ მოცეკვავეთა ჯგუფი ძველებურ ხორუმსა და სხვა ქორეოგრაფიულ მინიატურებს ასრულებდა.

 დიდი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით, პოეზიის ადგილობრივი მოყვარულები, ჭადრისა და ურთხმელის ხეებზე ასულნი კითხულობდნენ მამია გურიელის, სიმონ გუგუნას, საფო მგელაძის ლექსებს.

დღევანდელი თეატრის შენობის ადგილზე არსებული ვაზის ტალავერიდან ისმოდა ზალიკო თალაკვაძის, ლადუშა ცერცვაძის და ვანიჩქა ჩხაიძის მიერ გიტარაზე ნამღერი "რა დროს სიყვარულია" და სხვა იმდროინდელი მელოდიები.

ოზურგეთის თეატრის მსახიობები: ვიქტორ ნინიძე, მარო მდივანი, ვიქტორ შარაშენიძე, ვასო ურუშაძე, ნუცა თაყაიშვილი, სამსონ ხურციძე, გრიგოლ ღლონტი, ოლია მოლარიშვილი, კუკური შაქარიშვილი, შოთა ჩავლეიშვილი და სხვები, კონცერტმეისტერ თამარ მასლოვასთან ერთად წარმოადგენდნენ სპექტაკლების მუსიკალურ ნაწყვეტებს და კომიკურ სცენებს. ბაღის ერთ-ერთ კიდეში აღმართულ იმპროვიზირებულ კინოეკრანზე გერმანე გოგიტიძის კუთვნილი საპროექციო აპარატით უშვებდნენ სიმონ ესაძის მიერ სამხედრო თემატიკაზე გადაღებულ სურათებსა და მუნჯი კინოქრონიკის სხვა ნიმუშებს. ჭადრების ქვეშ ჯიხურში გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ ოზურგეთში, კოწია თავართქილაძის სტამბაში დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსანი" და ქართველ ავტორთა სხვა წიგნები. ხეივნებში დადგმულ მოლბერტებზე, ნატურიდან სახელდახელოდ ჩანახატებს აკეთებდნენ მხატვრები: ანტონ გოგიაშვილი, ლადო მალაზონია, ალიოშა მკურნალი, შოთა დარჩია და სხვები. "პო დიკიმ სტეპიამ ზა ბაიკალია" მღეროდა ვანიჩკა ასათიანის არღანი. ბაღის მწვანე მოლზე იმართებოდა ცეკვა-თამაში და ჭიდაობა. გრძელი რიგი იდგა კეგლის პავლიონთან. მუშაობდა "მფრინავი ფოსტა", ეწყობოდა ლატარეა. ყოველ "ალეგროს" უცვლელი მონაწილე გახლდათ კიკოლია თაყაიშვილი და მისი "სიკინჭილა" (სპეციალური მაგიდა ნივთების ლატარეისთვის). ნაძვების ჩრდილში თამაშობდნენ ჭადრაკს, ლოტოს, ფლირტსა და ნარდს. დიდი პატივი იყო, თუ ამ თამაშში ჩაებმებოდნენ საქალაქო ხელისუფლების თავკაცები. ადრეულ წლებში _ პლატონ ბერიძე, შემდეგ კი ვასილ ხუნდაძე. სპეციალურად "ალეგროს" დღისთვის მოწყობილ გუბურაში გაშვებულ იხვს სალტოს სროლით თუ დაიჭერდი, ის შენი საკუთრება იყო და ოჯახისთვის საცივი გარანტირებული გქონდა.

დამსწრენი მოსვენებას არ აძლევდნენ ოზურგეთელ ფოტოგრაფებს: ბესარიონ ტურძილაძეს, ვანო ნაკაიძეს, გიორგი ჩხარტიშვილს, ხარიტონ ხომერიკს და ვასო ლომაძეს, რომლებიც სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდნენ.

ყოველი ოზურგეთელი ქალი და კაცი ცდილობდა, რომ "ალეგრო" დღესასწაულზე თავი მოეწონებინა ახალი ჩაცმულობით _ "ალეგრო" მოდის თავისებური დემონსტრაცია იყო. დღესასწაულის მონაწილე ყველაზე ლამაზ ქალიშვილს პრიზად გადასცემდნენ ქადეიშვილების ოჯახში (ბატონი ქუცა ქადეიშვილის გამზრდელი) სპეციალურად გამომცხვარ "სამეფო ტორტს". შემდეგ კი ოზურგეთის ყველაზე კომფორტული და პრესტიჟული ტრანსპორტით _ სიმონ გორგოშიძის თეთრი ვარდებით მორთული ფაეტონით მთელ ქალაქს შემოატარებდნენ. ბაღის მთელ სიგრძეზე იდგა მაგიდები, სადაც იყიდებოდა სასმელები და მშრალი საუზმე. ბევრი მუშტარი ჰყავდა იპოლიტე გორდელაძის ლიმონათს, მათე იმედაშვილის ბურახს, ყარამან გობრონიძის ფუნთუშებს, იოსკა დავარაშვილის ნაყინსა და მზესუმზირის გოზინაყს.

ბაღის შესასვლელთან სოფლიდან ჩამოსულნი ჰყიდნენ ვაკიჯვრის ფიჭა-თაფლს, შემოქმედი-გომის სანთლის არაყს, ბახვის ჯანჯუხას, ლიხაურის ტკბილ კვერს, ასკანის ფელამუშს. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მთავრდებოდა სამეჯლისო ცეკვებით _ ფოქსტროტით და ვალსით, რომელშიც თითქმის ყველა დამსწრე მონაწილეობდა და სრულდებოდა სასულე ორკესტრის თანხლებით. მეოცე საუკუნის ოციანი წლების ბოლოდან მისი უცვლელი დირიჟორი და ხელმძღვანელი იყო შალვა ხუჭუა. დღესასწაულის დამთავრებისას "ქალაქის ბაღს" ცეცხლოვანი ფეიერვერკი გააჩირაღდნებდა, რაც უკვე ხალხის დაშლას მოასწავებდა. "ალეგროს" ჩატარების ხარჯები იფარებოდა ბილეთების რეალიზაციით, გათამაშებული ლატარიის შემოსავლებით და შეძლებულ მოქალაქეთა საქველმოქმედო შემოწირულობებით. მიღებული მოგება გამოიყენებოდა ქალაქის საჭიროებისთვის. როგორც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომმა შეწყვიტა ეს დღესასწაული.

 "ალეგროს" დღესასწაულში სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიუღიათ დასავლეთ საქართველოში საგასტროლოდ მყოფ მოხეტიალე ცირკსა და ბოშათა ჯგუფის მსახიობებს (თ. კუნჭულია "ქალაქი და ტრადიციები", ოზურგეთი 1996წ).

 წინა წლების თბილისქალაქობაში "ალეგროს" მრავალი ელემენტი იყო შეტანილი. რაც გვაფიქრებინებს, რომ თბილისქალაქობა გურულების მოგონილია. უფრო სწორად, აწ განსვენებულმა ედვარდ შევარდნაძემ იგი გადაიღო გურულებისგან.

"ალეგროს" რეალური გაცოცხლება, რომელიც წელს გაიმართება, კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენი ქალაქის სახელოვან ტრადიციებს. ამ დღისთვის ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს მომზადებული აქვს ქალაქ ოზურგეთზე კომპოზიცია _ "გაცოცხლებული წარსული".

"ალეგრობასთან" დაკავშირებით კი მინდა შევახსენო ოზურგეთის საზოგადოებას, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს სრულდება ოზურგეთის სამაზრო ქალაქად გამოცხადების 170 წლისთავი. სასურველია, ამ თარიღისთვის აქედან შევუდგეთ მზადებას. პირადად მე, მუზეუმელებთან ერთად, ვფიქრობ, შევკრიბო და მოვამზადო ოზურგეთის ქუჩების ისტორიები. იმედია, სხვა მრავალი, საინტერესო ინიციატივები და წინადადებები ექნებათ ჩვენს თანამოქალაქეებს. სასურველია, ტრადიციად დავამკვიდროთ ყოველი წლის ოქტომბერში ჩვენი ქალაქის ზეიმი და მას "ალეგრობის" ნაცვლად "ოზურგეთობა" ვუწოდოთ.

მანანა ლომაძე, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27 დეკემბერი, 2025

2014 წლის სექტემბრში 2426 დანაშაულია რეგისტრირებული

ზუგდიდში, უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება, წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო