საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელმა, ხარიტონ ჩხატარაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბ "მერცხალის" დირექტორ შოთა გიორგაძისთვის.
"ნამდვილად მოულოდნელია ჩემთვის ხარიტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ხვალ თამაში გვაქვს "გაგრასთან", ვერაფერს ვერ გეტყვით, თქვენგან გავიგე ამის შესახებ", _ გვითხრა გიორგაძემ.
"გურია ნიუსთან" თანამდებობის დატოვების მიზეზად, მთავარი მწვრთნელი, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. მისივე თქმით, გუნდი ხვალინდელ თამაშს მის გარეშეც ჩაატარებს.