საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზარდა იმ გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. ცვლილებები შევიდა "გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის დამტკიცების" შესახებ კომისიის 2014 წლის 3 ნოემბრის 43/1 გადაწყვეტილებაში.
ცვლილებების თანახმად, არსებულ სიას 47 დასახლებული პუნქტი დაემატა: კახეთი: სოფ. ქვემო ალვანი; სოფ. ხოდაშენი; სოფ. აწყური; სოფ.გურჯაანი; სოფ. ქვემო მაჩხაანი; სოფ. ვარდისუბანი; ქვემო ქართლი: მარნეული – სოფ. ენიკენდი; სოფ. ახლომახმუდლო; სოფ. კიროვკა; გარდაბანი – სოფ. ნაგები; სოფ. აღტაკლია; დმანისი– სოფ. კაკლიანი.შიდა ქართლი: ხაშური – სოფ. ბულბულისციხე; სოფ. ბეღლეთი; სოფ. მონასტერი; გორი – სოფ. რეხა; სოფ. ბერბუკი; ქარელი – სოფ. ქვენადკოცა; სოფ. ქვემო ხედურეთი; სოფ. სანებელი; კასპი – სოფ. კოდისწყარო; სოფ. ზემო რენე; სოფ. სადგ. მეტეხი; წილკნის დევნილები; სოფ. ფრეზეთი; სოფ. მიქელწყარო; სოფ. წილკანი. მცხეთა თიანეთი: დუშეთი – სოფ. ბაქაქური; სოფ. ილტოზა; სოფ. ბაზალეთი; სოფ. ჭოპორტი; სოფ. ბიჩნიგაური; დაბა ფასანაური; მცხეთა – სოფ. ძეგვი; სოფ. ძალისი; სოფ. ჭაშა; წეროვანის კვლევითი ინსტიტუტის დასახლება; თიანეთი – სოფ. თუშურები; სოფ. ზარიძეები; ყაზბეგი – სოფ. ფხელშე; იმერეთი: ვანი – სოფ. შუამთა; სოფ. ჭაგანჭყვიში; ზესტაფონი – სოფ. კვალითი; წყალტუბო – სოფ. მეორე უბანი; თერჯოლა – სოფ. ახალი უბანი; სამტრედია – სოფ. ახალსოფელი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სრულად გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებსაც შეეხება ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400 ლარიანი ტარიფი, ეტაპობრივად დაემატება ახალი გაზიფიცირებული დასახლებები.