დიდთოვლობის გამო, ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს _ შემოქმედს, მაკვანეთს და წითელმთას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
_ სოფელ გომში ხე მოსკდა და ელექტროგადამცემ სადენებს დაეცა. უკვე წასულია ჩვენი ჯგუფი. ორ საათში მოხდება ელექტროენერგიის აღგენა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას “ენერგო პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისის მენეჯერმა გია ნაკაიძემ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს ორ საათში აღუდგება ელექტროენრგიის მიწოდება მაკვანეთსა და წითელმთას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება და ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ვაკიჯვარში მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: პირველი თოვლი გურიაში