ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები. ხუანგ სუევმა საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას.