გასული წლის 24-29 სექტემბერს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის დროს ადიდებული მდინარე ნატანები კალაპოტიდან გადმოვიდა. მოიშალა ცხემლისხიდი-ბაღდადთან დამაკავშიებელი ხიდის სათავე, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა მდინარის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები.
ნაპირსამაგრი სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბადრი გობრონიძემ დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ნატანების კალაპოტის გასწორხაზოვნებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია 4 ერთეული მძიმე ტექნიკა, კამაცუს მარკის ბულდოზერები და ექსკავატორი.
აღდგენით სამუშაოებს, რომლის ღირებულება 650 ათასი ლარს შეადგენს, შპს „NDS მშენებლობა“ 3 თვის ვადაში დაასრულებს.
მდინარის გასწორხაზოვნების დასრულების შემდეგ ცხემლისხიდში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება.
(R)