დღეს, 18:00 საათზე დაბა მანგლისში ფორუმი „დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე” გაიმართება. მოსახლეობას საკუთარ პროგრამებსა და პროექტებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის: „აწარმოე საქართველოში”, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გააცნობენ.
მისამართი: დაბა მანგლისი, ცენტრალური პარკი
დრო: 25 ივლისი, 18:00 საათი
საკონტაქტო: ცირა პატარაია, 577 62 03 02 (R)