ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობები სტამბულში არიან ჩარჩენილები, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი ია სუხიტაშვილი წერს.
"ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია, ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით," – წერს სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, სტამბულში გადაუღებელი თოვის გამო ყველა რეისი გადადებულია.