ტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერა. მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული თავშესაფარი, საკემპინგე, საკარვე ადგილები და ზიპლაინი მოეწყო.
კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე მცირე პროექტი, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
კერძოდ, ადგილობრივები მტირალას ეროვნულ პარკში მისულ ტურისტებს ადგილობრივ პროდუქციას მიაწვდიან. ასევე, მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით დაგეგმილია საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობა- განვითარება. რ
ოგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურა მზად იყოს.