თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, თემურ ბარკალაიამ შეიმუშავა ამ სამსახურის განვითარების კონცეფცია, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის წევრები დღეს გაეცნობიან.
ნარმანიას თქმით, ეს კონცეფცია ხელს შეუწყობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის გაზრდას, რათა უფრო ქმედითი და ეფექტური იყოს.
უფრო კონკრეტულად კი, მერის განმარტებით, თბილისის შორ უბნებზე გაკეთდება დამატებით ქვესადგურები, ფილიალები, რათა ოპერატიულობა გაიზარდოს, მოხდება პერსონალის გადამზადება, საჭირო ინვენტარისა და ტექნიკის განახლება.