"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სერგო რატიანის თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ RMG Gold აპირებდა ძეგლის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქებას, რაც ცოტა ხნის წინ განახორციელა კიდეც.
"მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებს აქვთ დადასტურებული, რომ საყდრისი არის მსოფლიში აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ოქროს მაღარო. სირცხვილია, რომ ჩვენ თვალწინ გრძელდება ძეგლის განადგურება. მთავრობის მიერ ჩადენილ ამ ვანდალურ აქტს მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში ადარებენ არაბი ფუნდამენტალისტებისა და ავღანელი ტალიბების მიერ ძეგლების განადგურებას.
აუცილებელია მთავრობის დანაშაულის გამოძიება და იმის დადგენა, თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში.
რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს, რომ ბურღი დააყენეს ძეგლი იმ ნაწილში, სადაც ნგრევა ჯერ არ იყო განხორციელებული. დღეს რომ ჩავედით, ვნახეთ, რომ ბურღი უკვე მოხსნილი იყო და ეს ნიშნავდა, რომ დანაღმვა დაწყებულია", _ აღნიშნა რატიანმა.