საყდრისის დაცვის კომიტეტის მიერ დღეს გამართულ შეხვედრაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებთან, „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაესწრო.
მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა შეისწავლეს როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, ასევე ნორმატიული დოკუმენტები ეროვნულ დონეზე.
„დემოკრატიული მოძრაობა“ თანადგომას უცხადებს საყდრისის დაცვის კომიტეტს ყველა იმ სამართლებრივი ხასიათის მოქმედებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული კულტურული მემკვიდერობის დაცვა და გადაცემა მომავალი თაობისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც საზოგდაოებრივი ზეწოლის შედეგად მათ მიიღეს გადაწყვეტილება დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, როგორც ჩანს, ერთი პირის უპირატესი ინტერესებიდან გამომიდნარე „ქართულ ოცნებას“ არ ეყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეცვა მათ მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ასევე მიუღებელია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს საყდრისთან დაკავშირებით არსებობს გეოლოგიური დასკვნა და რომ ეს დასკვნა საკმარის საფუძვლებს ქმნის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.
"სრულიად იგნორირებულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის იუნესკოს მიერ აღიარებული ექსპერტების კატეგორიული განცხადებები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნებისა და გადარჩენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
„ცხადია, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცდება ოპოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს და ის ცალსახად სამართლებრივ ჭრილიშია განსახილველი“, _ აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.