რუსული გამოცემის "იტარ ტასის" ცნობით ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას ცხედარი სასტუმროს ნომერში 11 აპრილს ნახეს.
გამოცემის ინფორმაციით, თოლორდავა გამთენიისას გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
_ პოლიციამ ნომერში შესვლისას ერთჯერადი შპრიცი და თეთრი ფხვნილი აღმოაჩინა, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს, _ წერს გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
კოტე თოლორდავა მოსკოვში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო.
ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. თოლორდავას ოჯახის ახლობლების განცხადებით ცხედრის თბილისში გადმოსვენების თარიღი ხვალ გაირკვევა.
კოტე თოლორდავა 35 წლის იყო.
მსახიობს 3 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.