სახალხო დამცველი ბრალდებულ შალვა აბულაძის საქმის მონიტორინგში ჩაერთვება.
"იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ პერიოდულად გამოვითხოვთ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებიდან და ვიქნებით ჩართული ამ საკითხის მონიტორინგში", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ სხვა კომენტარს ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.