https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოთარ გაბელია და „კაკლის მურაბა“

16:04; 18.04.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო როდესაც საქართველოში ფეხბურთი მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და სტადიონებზე ზედმეტი ბილეთის შოვნის პრობლემა ყოველთვის იდგა. რასაკვირველია სპორტის ამ სახეობამ ხალხის სიყვარული არ დაკარგა, მაგრამ ქართული საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს თანამემამულეები „ბარსელონასა“ ან „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.

საქართველოში ფეხბურთი რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი. ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ მსურს რომ დავბრუნდე და იმდროინდელი რამდენიმე საინტერესო ისტორია გავიხსენო.

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი შოთა ხინჩაგაშვილი იქნება, რომელიც ქართველების შორეულ ინდონეზიაში სტუმრობას გაიხსენებს.

„ფირმა მაინც ფირმაა, ძმაო, – იტყოდნენ ხოლმე მაშინ ჩვენი თბილისელი ბიჭები, რადგან „ფირმაში“ გასვლა ყველას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. ჩვენთვის – სპორტსმენებისთვის – ეს ამბავი „მიღწევადი“ იყო და არც თუ იშვიათად, მაგრამ ინდონეზიაში რომ ვიყავით, იმას, ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ.

სასტუმროს ფანჯრებზე „მარლები“ იყო აკრული – კოღოები გვიტევდნენ ძალიან თავხედურად, თან ზოგი აქტიური ინფექციის გადამტანიც იყო. ამიტომ დაგვარიგეს, ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავით. კოღო ჰაერშია, მაგრამ საშიშროება და თან უფრო საგანგაშო მიწიდან უფრო გვემუქრებოდა: ხვლიკები, გველები და ბაყაყები, თან არც თუ ისე მშვიდობიანები, ჩვენთან რომ არიან, საქართველოში.

სამაგიეროდ, კვება გვქონდა ფრიად შესაშური. ჩაგვიყვანეს პირველ დღეს სასადილოში, გამოგვიცხადეს: ქართველებო, ხინკალზე – ბოდიში, მაგრამ ქათმის ხორცი თავზე საყრელიაო. დიდი სიამოვნებით მივირთვით ქათმის კერძი, რომელიც ბევრად არ ჩამოუვარდებოდა ქართულს. გვარიანად რომ დავნაყრდით, მერე „გაჟონა“ ინფორმაციამ, რომ ის გემრიელი ქათმის ხორცი, არც მეტი, არც ნაკლები – ინდონეზიური ბუთქუნ-პუტკუნა ბაყაყები ყოფილა.

თქვენდა გასაკვირად, ბიჭებს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამთ, მხოლოდ მანუჩარ მაჩაიძე ვეღარ მოვაშორეთ საპირფარეშოს. ერთ დღეში ოთხი კილო დაიკლო გულისრევის გამო…“

ალბათ ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს გაუკვირდებათ და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა ახალგაზრდობაში თბილისის „დინამოს“ მცველი გახლდათ. ბატონი სერგო კოტრიკაძე ერთ ამბავს ხშირად იხსენებდა:

„პოლონეთში ერთ-ერთი გასვლითი ამხანაგური შეხვედრა წავაგეთ. თამაშის შემდეგ ვბანაობდით და ამ დროს ისეთი მჭექარე სიმღერა გავიგონეთ, თავი ოპერაში გვეგონა. თურმე ჩვენი გუნდის მცველი ზურაბ სოტკილავა მღეროდა.

ამ ამბიდან ცოტა დრო არ იყო გასული რომ ზურაბმა დიდი ფეხბურთიდან საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა.
– არა, ძმებო, ფეხბურთი ჩემი საქმე არ არის, ბედი სიმღერაში უნდა ვცადოო – გამოგვიცხადა და რამდენიმე წელიწადში ჩინებული მომღერლის კარიერა გაიკეთა”.

ბატონ ზურაბთან დაკავშირებით კიდევ ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ილია დათუნაშვილს ეკუთვნის.

„ხარკოვში გვქონდა თამაში. თვითმფრინავს რაღაც დაუზიანდა და თბილისში დაბრუნება მატარებლით გადავწყვიტეთ. ჩვენს ვაგონში ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანიც იმყოფებოდნენ.

მაშინ „დინამოში“ ჩვენი საამაყო ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა თამაშობდა. იმ პერიოდში, არც დუმბაძემ, არც ბატონმა ჯანსუღმა, არც ჩვენ არ ვიცოდით, ეს კაცი სხვა ამპლუის წარმომადგენელი თუ იყო. ცნობისათვის, უნდა აღვნიშნო, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი შესანიშნავი ხმის და სმენის პატრონია.

მგზავრობის ერთ-ერთ დღეს კუპეში ერთად ვიმყოფებოდით. ბატონმა ჯანსუღმა გრძელი „ჩაკრულო“ წამოიწყო, სოტკილავამ ისეთი პირველი შეაგება, თქვენგან მოწონებული.

– შენ, ბიჭო – გაუბრაზდა ზეინკლიშვილი ზურაბს, – რას ბედავ, ბიჭო, შენ ჯანსუღთან სიმღერას ბედავ?
– რა გინდა? რა გინდა, კაცო შენ! – უხეშად მოიშორა სოტკილავამ ჯემალი.
– მალჩი – ბარიტონ! – გადაუჩურჩულა „ზეინკალამ“ და სოტკილავას ხმის ამოღების საშუალება აღარ მისცა“.
დრო მოვიდა და სიტყვა ნუკრი კაკილაშვილს გადავცეთ, რომელიც “კაკლის მურაბის” ისტორიას მოგვიყვება.
„საბჭოთა სპორტსმენებს უცხოეთში ყოფნისას გასაყიდად კონიაკი და რუსული ხიზილალა დაგვქონდა. იმდროინდელ „კგბ“-ს რომ არაფერი ეეჭვა, ამ საქონელს პირობითად „კაკლის მურაბა“ შევარქვით.
ერთხელაც ირლანდიაში მივფრინავდით. თან გვახლავს კახური წარმოშობის კაცი, ექიმი ანზორ გაბიტაშვილი. როგორც ყველა კახელი, გულუბრყვილო, უეშმაკო და ალალი ადამიანი.
მე და ოთარ გაბელია ერთად ვისხედით. გაბიტაშვილს ჩვენს წინა სკამზე წყნარად ეძინა. უცებ ოთარი მკვეთრი მეგრული აქცენტით მეკითხება;
– ნუკრი, მოგაქვს შენ კაკლის მურაბა?
– კი.
– რამდენი დაახლოებით?
– ხუთი „ბანკა“.
– მე, ათი ცალი ვიშოვე.
ჩაძინებული კახელი ექიმი ძილბურანიდან გამოვიდა და ჩვენი საუბრის ნაწყვეტს ყური მოჰკრა.
– კაკლი მურაბა ახსენეთ, თუ სიზმარში მამებლანდა?
– კი, კაკლის მურაბაზე ვსაუბრობდით – „ჩავუშვი“ გაბელია.
– მერე, რად გინდათ, ჯო?
– მაგრად იყიდება უცხოეთში, 100 დოლარი ღირს „ბანკა“.
ამის თქმა და ჩვენმა ექიმმა ორივე ხელი თავში წაიშინა.
– თქვე შობელძაღლებო, თქვენა! – თუ ეგრე იცოდით, თბილისში რათ არ მითხარით, გამოტენილი მაქ კახეთში პადვალი ე მაგ კაკლი მურაბითააა!!“
ახალგაზრდა თაობას და მათ შორის თბილისელ „ინტერისტებს“ ალბათ გაუგიათ, რომ თავის დროზე, უეფას თასზე თბილისის „დინამოს“ მილანური გუნდი დამარცხებული ჰყავს. ქართველების ის წარმატება საყოველთაოდაა ცნობილი. გაგიკვირდებათ და „სან სიროზე“ მოგების შემდეგ „დინამოს“ ფეხბურთელები მხოლოდ 500-500 მანეთით დასაჩუქრდნენ. ვეტერანი მოთამაშე დავით მუჯირი „დინამო“-„ინტერის“ დაპირისპირებას შემდეგნაირად იხსენებს.
„როცა უცხოეთში მივდიოდით, ალბათ, დაგვყვებოდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ყოველდღიურ თანხას, ეგრეთ წოდებულ „სუტოჩნის“ არ გვაძლევდნენ, მხოლოდ იმდენ ფულს გვიხდიდნენ, სუვენირები რომ შეგვეძინა.
მილანის „ინტერი“ რომ გამოვთიშეთ, განსაკუთრებული პრემიები არ მიგვიღია. დაწესებული ნიხრი მოქმედებდა – საბჭოთა კავშირის პირველობასა და თასზე რასაც ვიღებდით, ევროსარბიელზე პრემიები იმაზე მნიშვნელოვნად მეტი იყო, 500-600 მანეთამდე, თანხას მხოლოდ საბჭოთა ვალუტაში ვიღებდით.
მილანში გამარჯვების შემდეგ გონზე ვერ მოვდიოდით, „ინტერის“ სტუმრად დამარცხებამ ძალიან გაგვახარა და თან ძალიან… გაგვაკვირვა – თურმე, შეგვძლებია ევროპული გრანდების დაჯაბვნაც.
საპასუხო შეხვედრისთვის მთავარი ამოცანა უცვლელი დარჩა – გოლის არგაშვება. უნდა ვაღიარო, რომ თბილისში ძალიან გამიჭირდა მურაროს მეურვეობა – მისი ამოკეტვა ამჯერად უფრო შრომატევადი გამოდგა, ვიდრე მილანში. მურარო უკანაც იხევდა ბურთის მისაღებად და შესაბამისად, მეც უფრო დავიტვირთე. ჩემს კარიერაში ყველაზე მეტი წონა სწორედ ამ თამაშში დავიკელი – 5,4 კილოგრამი, რაც, რა თქმა უნდა, მურაროს „დამსახურებ““ გახლდათ.“
დღევანდელი წერილის დასასრულს კი შესანიშნავი პიროვნება, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ბატონი ანატოლი მილჩენკო მინდა გავიხსენო. ერთხელ მილჩენკოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ქალაქ ბაქოში ჩასვლა მოუწია.
ბაქოში ვმსაჯობდი „ნეფთჩის“ და მოსკოვის „სპარტაკის“ მატჩს. ჩვევა მაქვს ასეთი, რომ ყოველ დილით ვიპარსავ საპარიკმახეროში.
ბაქოშიც, მატჩის დღეს, დილით ქალაქის ერთ საპარიკმახეროში დავუჯექი დალაქს. გვარიანად გამსაპნა და აუჩქარებლად მპარსავს. მერე და მერე რბილად და შემპარავად დაიწყო.
– ვი ტოვარიშ სუდია, და?
– და… ვპასუხობ.
– ვი, პო ფამილიუ – მილჩენკოვ?
– ნეტ, მილჩენკო…
– ეტო ადინ ჩორტ.
ამის შემდეგ ალაპლაპებული სამართებელი ნიკაპის ქვეშ შემიცურა და საყლაპავ მილთან გამიჩერა.
– ა ნუ კა სქაჟი, ქაქოი სევოდნია ბუდეთ შჩოთ?
– ნი მაგუ სკაზაც, – ვთქვი ალალად და სამართებელი უფრო მომაწვა ყანყრატოზე.
– სკაჟი, ქთო პაბედით? ბაქუ, და?
– კონეშნა! – ვთქვი ხმის კანკალით, ან სხვა რა გზა მქონდა.
– ვოთ ეთა ფანიმაიუ, პომნი სუდია, მი 3:0 ხათიმ…
წააგეს იმ დღეს აზერბაიჯანელებმა. გიკვირთ, რომ ცოცხალი გადავრჩი? თურმე თვითონ ის პარიკმახერი წაუყვანიათ საავადმყოფოში ინფარქტით პირდაპირ სტადიონიდან. თუმცა ისიც გადარჩენილა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ყველაზე თვითკმარი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 2 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვისთან არის ურთიერთობის შენარჩუნება ძნელი

10:10; 2 თებერვალი, 2026
ზაფრანი

როდის არის თქვენი წარმატების საათები

10:09; 2 თებერვალი, 2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1 თებერვალი, 2026

შსს-მ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების წმენდა დაიწყო?

საყვარელი ანეკდოტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო