კობი ბრაიანტი ის კალათბურთელია, რომელმაც პირველმა მოახერხა მიახლოება ლეგენდრაული უილტ ჩემბერლენის რეკორდთან. კობიმ ორი ოლიმპიადა მოიგო და მის გარეშე წარმოუდგენელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” თამაშის ყურება. გასული სეზონი კობიმ ტრავმის გამო გამოტოვა, თავისუფალი დრო კი მან სულ სხვა საქმეს დაუთმო და კოლეჯისკენ არც გაუხედავს, რომლის დიპლომი მას დღემდე არ გააჩნია.
შარაპოვამ პროფესიული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და, მოგეხსენებათ, ამ ასაკში სკოლის დამთავრებაც კი შეუძლებელია, არათუ უმაღლესი სასწავლებლის. უნივერსიტეტის დიპლომის არქონამ არ შეუშალა ხელი მარიას, გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
ნოვაკ ჯოკოვიჩს, მარია შარაპოვას მსგავსად, არც სკოლა დაუმთავრებია და არც უნივერსიტეტი, სამაგიეროდ, მას ჰყავს მეუღლე, რომელსაც მაგისტრის ხარისხი აქვს ბიზნესადმინისტრირების დარგში. უნდა ითქვას, რომ ჯოკოვიჩის კორტებზე გამომუშავებული მილიონები საიმედო ხელშია.