ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ" ჩიკაგოში ბეწვის ხიდზე გაიარა. რომ წაეგო, მილუოკელებისთვის სერია და სეზონი სრულდებოდა. ფაჩულიას გუნდმა დიდი მობილიზებით ჩაატარა სერიის მე-5 შეხვედრა და სტუმრად „ჩიკაგოს" 94:88 დამარცხებით სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – 2:3.
მილუოკელებმა სერიის საწყისი სამი მატჩი წააგეს და თავი ურთულეს სიტუაციაში ჩაიგდეს. თუმცა შემდეგ ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს და სერიას ინტრიგა დაუბრუნეს. მომდევნო მატჩი 30 აპრილს მილუოკიში გაიმართება და თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, სერიის გამარჯვებულს ბოლო, მე-7 მატჩი გადაწყვეტს, რომელსაც 2 მაისს ჩიკაგო უმასპინძლებს.
რაც შეეხება სერიის მე-5 მატჩს, მასში ქართველი ცენტრი 9 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა. ზაზას 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად ფაჩულიას 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი არ დაუკარგავს. მილუოკელებს 22 ქულითა და 8 პასით მაიკლ კარტერ-უილიამსმა ულიდერა. სერიის მომდევნო მატჩს 30 აპრილს „მილუოკი" უმასპინძლებს.