ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში "ლიბერთი ბანკის" PAY ექსპრეს ცენტრი გაქურდეს. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" "ლიბერთი ბანკში" დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით ცენტრიდან, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული 4 000 ლარი წაიღეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. გამოძიებას ოზურგეთის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.