უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში კიდევ ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს.
"100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი იქნება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს ისინი შეიცვლებიან თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცი", – განაცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებთან.