წუხელ ღამით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში მკვლელობა მოხდა. 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით მოკლა. გავრცელებიული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.