შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი 1 კმ. და 225 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის დაგება მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი რევაზ გუდაძე ამბობს, რომ ობიექტის ჩაბარების ბოლო ვადა 28 აგვისტოა, თუმცა ამინდის შემთხვევაში სამუშაოები, შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს.
"ამ ეტაპისთვის მოწყობილიალითონის მილხიდები, ბეტონის საყრდენი არმირებული კედელი, დამონტაჟებულია მიწის ვაკისი მოწყობილობა, შეტანილია ქვიშა-ხრეში. დღეს დაიწყება გზის საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით. ორ-სამ დღეში ასფალტ-ბეტონის ქვედა პირის დაგება დაიწყება", _ აღნიშნავს გუდაძე.
შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას სამშენებლო კომპანია შპს "სამკუთხედი" ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 304 ათას 225 ლარს შეადგენს.