თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი, სულეიმან დემირელი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ „euronews“ ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციას ებრძოდა.
დემირელი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის პოსტს 1993-2000 წლებში იკავებდა, ანკარის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის ცნობილი იყო როგორც თურქული პოლიტიკის „მამა“.