სოფელ დიღომში მდინარე დიღმულას დამცავი ჯებირების აღდგენა იგეგმება. მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დემეტრე პირველის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს კოორდინაციას საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლები უწევენ. როგორც დიღომი-ვაშლიჯვრის საუბნო სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ყურაშვილმა განაცხადა, მდინარე დიღმულას ადიდების შედეგად ოთხი ოჯახი დაზარალდა. მოსახლეობის ეზოები სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდებ
„მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიამ ოთხი ოჯახი დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ დამცავი ჯებირები შეანგრია და მოსახლეობაში შევარდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შლამისგან გაწმენდითი სამუშაოები. დასუფთავების სამუშაოების დასრულების შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, დამცავი ჯებირის აღდგენა იგეგმება“, – განაცხადა დავით ყურაშვილმა.
მდინარე დიღმულა 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა. მდინარემ დამცავი ჯებირები სოფელ დიღომში, თამარ მეფისა და დემეტრე პირველის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე გაარღვია.