თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 21 წლის ალექსანდრე ლოლუა დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ახალგაზრდა 10 დღე კომაში იყო.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, 29 თებრვალს, გამთენიისას მოხდა. თვითმილხველების ინფორმაციით, „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომობილი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავარდა, რის შედეგადაც 4 ახალგაზრდა დაშავდა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ამდრომდე, უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.