სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმის პატიმრები გაათავისუფლა.
"პროკურატურა ითხოვდა გირაოს 10 000 ლარს, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.
"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, მოსამართლემ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
გათავისუფლებულებმა მცირე კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო.
ნუგზარ კაიშაურს, გიზო ღლონტს, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს, ირაკლი ალასანიამ და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებმა გათავისუფლება პირადად მიულოცეს.
_ ამ შემთხვევაში სასამართლომ დაამარცხა ის უზნეო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.
მინდა, მივულოცო პირველ რიგში გათავისუფლებულების ოჯახებს, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს.
ვიცი, ყველა ამ დღეს და ამ წამს როგორ ელოდებოდა, რომ ემარჯვა და ეზეიმა სამართალს.
ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა საზოგადოებას, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ მართლები, _ აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.