Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 30 სახელმწიფოს სამართალდამცავებმა, ევროპოლის კოორდინაციით, “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ ათასობით ვებგვერდზე კიბერშეტევა განახორციელეს.
როგორც ცნობილია, კიბერშეტევა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად წაშლილ მასალებს შორისაა პროპაგანდისტული ვიდეორგოლები, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მხარდამჭერი მასალები.