საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წელს გერმანიაში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში ქართული ფილმი იქნება წარდგენილი.
“ამბავი, რომელსაც მოუთმენლად ველოდით – თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება!
ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე).
მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ წარსდგება საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე და როგორი იქნება საქართველოს ვირტუალური პავილიონი ბერლინალეს კინობაზრობაზე“, _ წერია კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე.