შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი მდინარაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ "გურია ნიუსს" შსს პრესსამსახურმა ოფიციალურად აცნობა.
"გიორგი მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და ის სამუშაოდ სხვა ადგილას გადაიყვანეს, როგორც კი გვეცოდინება სად დაინიშნება, მაშინვე გაგაგებინებთ, გუშინ თქვენ რომ დამირეკეთ ბრძანება დაწერილი არ იყო."- ასეთია სამინისტროს პრესსამსახურის პასუხი.