პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნად შესაძლოა, ეკატერინე აბაშმაძე დაინიშნოს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აბაშმაძე აღნიშნულ პოსტზე პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარადგინა.
ეკატერინე აბაშმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში იურისტი იყო, მანამდე კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, იყო 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრენერი საარჩევნო საკითხებში და დამკვირვებელი საარჩევნო ოლქის დონეზე. იყო "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" მენეჯერის თანაშემწე.
ეკატერინე აბაშმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობს.
"გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ პოსტზე წარდგენილია, თუმცა ჯერჯერობით დანიშნული არ არის.