ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი მასსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის უახლოეს ხანში გაიმართება.
"ლანჩხუთის გამგეობას უკვე მიუვიდა შეტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე. ჩემი ინფორმაციით, გამგეობამ უკვე გააგზავნა შესაგებელი და უახლოს დროში სასამართლო პროცესის გამართვას ველოდები. მე მაშინაც და დღესაც მიმაჩნია, რომ თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს და იმედი მაქვს, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს", – აცხადებს ჩვენთან საუბარში ზენაიშვილი, რომელსაც სამსახური მაისში დაატოვებინეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ბრძანების საფუძველზე.
ამ ეტაპზე ლანჩხუთის გამგებლს მხოლოდ ერთი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ჰყავს, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის შემოდგომაზე დაინიშნა.