გავიხსენოთ ფეხბურთის ის ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერა ისე დაასრულეს რომ ვერ მოახერხეს "ოქროს ბურთის" მიღება.
კენი დალგლიში (შოტლანდია)
1970-80-იანი წლების ლეგენდარული "ლივერპულის" ლიდერი კენი დალგლიში 1983 წელს იყო ჯილდოს კანდიდატი. იმ წელს იგი ინგლისის ჩემპიონი გახდა, თუმცა, მიშელ პლატინიმ მას არ აცალა მწვერვალზე ასვლა – სწორედ "უეფას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დატოვა შოტლანიდური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯილდოს გარეშე.
იურგენ კლინსმანი (გერმანია)
1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, გერმანელი იურგენ კლინსმანი, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია ისტორიაში, თუმცა, ის მაინც მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გარეშე გამოეთხოვა ფეხბურთს. 1995 წელს იურგენმა საოცარი სეზონი ჩაატარა ინგლისურ "ტოტენჰემში" და სწორედ იგი ითვლებოდა გამარჯვების კანდიდატად, თუმცა, იმ წელს გამოკითხვაში კლინსმანი ლიბერიელ ჯორჯ ვეასთან დამარცხდა 36 ხმით.
დენის ბერხკამპი (ჰოლანდია)
წინა საუკუნის 90-იანი წლების ჰოლანდიური ფეხბურთის პირველი ვარსკვლავი და ლონდონის "არსენალის" ლიდერი, დენის ბერხკამპი, მრავალჯერ სახელდებოდა "ოქროს ბურთის" კანდიდატად, თუმცა, კარიერა ისე დაასრულა, რომ ერთხელაც ვერ მიიღო სანუკვარი ჯილდო. ბერხკამპს ფეხბურთის მკვლევრები ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და უზადო ტექნიკის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევენ.
ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
უნგრელი ლეგენდა ფერენც პუშკაში, შესაძლოა, გამხდარიყო კიდეც "ოქროს ბურთის" ლაურეატი, რომ არა ის ფაქტი, რომ ჯილდოს გაცემა 1956 წელს დაიწყეს – იმ პერიოდში ის უკვე ასაკში შესული, თუმცა, კვლავ სტაბილურად უმაღლეს დონეზე მოთამაშე ვარსკვლავად ითვლებოდა. პუშკაში 1960 წელს იყო ახლოს "ოქროს ბურთთან", მაგრამ, გამარჯვება ლუის სუარესს ხვდა წილად.
დევიდ ბექჰემი (ინგლისი)
ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი მსოფლიოში და საფეხბურთო "მოდის" ფუძემდებელი, ინგლისელი დევიდ ბექჰემი, ფეხბურთიდან 2013 წელს ისე წავიდა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს "ოქროს ბურთის" მოპოვებასთან შორეულ 1999 წელს, თუმცა, მაშინ ის გამოკითხვაში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, წინ კი ბრაზილიელი რივალდო "გაუშვა".