"საქართველოს ბანკის" ფილიალების დაყაჩაღების ვიდეო "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.
_ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მუდმივად აცხადებს კრიმინალის კლებას და წარმატებებს ამ სფეროში, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც საქართველოს ბანკში მომხდარ ყაღაღობებს ეხება. აქ არის რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც დიდი ალბათობით ახორციელებს ერთიდაიგივე პირი. არცერთი ეს შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მასალიდან თავისუფლად შეიძლება მძარცველის სახის დადგენა. საგულისხმოა ისიც, რომ წლიდან წლამდე ამ ობიექტების დაცვა არ უმჯობესდება, უფრო მეტიც, სასაცილოდაც კი გამოიყურება. ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება დადის ბანკის გასაძარცვად, როგორც სამსახურში, _ განაცხადა გივი თარგამაძემ.
აღნიშნულ ვიდეოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში "გურია ნიუსს" უთხრეს, კომენტარს ვიდეოს ნახვის შემდეგ გააკეთებენ.
უწყების კომენტარს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.