ეგვიპტის სოფლის მეურნეობის მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ეგვიპტეში სოფლის მეურნეობის მინისტრი, სელა ედინ ჰელალიმა ორშაბათს, პრეზიდენტის, აბდულ ფატახ ალ სისის ბრძანებით თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესმენებისგან ქრთამი აიღო, რომ მათთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები არაკანონიერად საკუთრებაში გადაეცა.
BBC-ის ინფორმაციით, მაისში ყოფილ პრეზიდენტს, კორუფციის ბრალდებით ჰოსნი მუბარაქს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდა ამისა, მისი ვაჟები პრეზიდენტის სასახლის გასარემონტებლად განკუთვნილი 14 მილიონი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულეს და ოთხი წლის ვადით დააპატიმრეს.
მომხდარის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, აბდულ ფატახ ალ სისმა პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაციის უპირველესი საზრუნავი კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა.